Sunday, August 7, 2011

სივრცითი გეომეტრიული ფიგურების მაკეტის დამზადება.

პროექტის სახელწოდება: სივრცითი გეომეტრიული ფიგურების (მაკეტის) დამზადება
პროექტის მთავარი იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას, მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიული ფიგურების შლილის დახაზვას, გამოჭრას და შეწებებას. ე. ი. ფიგურის მაკეტის დამზადებას, მის სწორად ამოცნობას.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები სწორად ვერ ამოიცნობენ სივრცით ფიგურებს, აქედან გამომდინარე მათი პარამეტრების გამოსათვლელად ვერ იყენებენ შესაბამის ფორმულებს და თვისებებს.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნონ და შეისწავლონ სივრცითი სხეულების გეომეტრია, ზუსტად ამოიცნონ ყოველი მათგანი.
მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეთა ასაკია 12 წელი, ის შემუშავებულია vi კლასში.
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობაა ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ამ პროექტის განხორციელებისას მიირება, ბავშვების მიერ დამზადებული გეომეტრიული ფიგურების მაკეტები და მოსწავლეთა მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტოები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა:
V-VI-კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოები, კომპიუტერი მასალების მოპოვებისა და ნამუშევრების განთავსებისათვის, მუყაოს ქაღალდი, სახაზავი, ფარგალი, ფანქარი, საშლელი, ქაღალდის წებო, მაკრატელი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის მსვლელობაში ჩართული იქნება შემდეგი აქტივობები: 
                  1.გონებრივი იერიში.
                  2.იმფორმაციის მოძიება.                    
                  3. სიღრმისეული წვდომა, გააზრება.                              
                  4.ფიგურების დამზადება.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტი კავშირშია, ხელოვნებასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან VI.7 .მუხლით. ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს, აღწერს და გამოსახავს მათ სხვადასხვა ხერხით.
პროექტის ხელმძღვანელი: მალხაზ ჩიკვაიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mchikvaidze1@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: mchikvaidze1.blogspot.com

No comments:

Post a Comment